IR

ბუშის ადმინისტრაციის შეცდომები ავღანეთში

Posted in Articles by teonaturashvili on სექტემბერი 15, 2010

ავტორი: სალომე მინესაშვილი

დაწერის თარიღი: 2010, ივნისი


ანოტაცია
ნაშრომი წარმოადგენს ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობისას ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ანალიზს ავღანეთთან მიმართებაში. ნაშრომის მთავარი მიზანია გამოიკვლიოს ბუშის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული ის შეცდომები, რომლებმაც ამერიკა ავღანეთში წარუმატებლობამდე მიიყვანა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა პასუხები, რომლისგანაც ფორმულირდა შემდეგი სახის ჰიპოთეზა: ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში განცდილი წარუმატებლობის მიზეზს წარმოადგენდა ბუშის ადმინისტრაციის მიერ გრძელვადიანი სტრატეგიის უქონლობა ავღანეთის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სფეროში. აღნიშნული ჰიპოთეზის ასახსნელად გამოყენებულია ჩარლზ ლინდბლომის მიერ შემუშავებული “შტოების მეთოდით” გადაწყვეტილების მიღების თეორია ანუ ინკრემენტალიზმი.

გადმოწერეთ მთლიანი კვლევა</

დათბობის პოლიტიკის წარუმატებლობის მიზეზების ახსნა ალექსანდერ ვენდტის «ძალის პოლიტიკის ინსტიტუციური გარდაქმნის» მოდელის მიხედვით

Posted in Articles by teonaturashvili on ივლისი 21, 2010

ავტორი: ივანე ბაძაღუა

დაწერის თარიღი: 2010, ივნისი

ანოტაცია
საბაკალავრო ნაშრომი ეხება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში (1953-1964წ.) საბჭოთა კავშირში გატარებულ დათბობის პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებდა ფუნდამენტურ ცვლილებებს მმართველი ჯგუფისა და საზოგადოების ურთირეთობებში. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს უნდა ეთამაშა მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ ვიწრო შიდასახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ საერთაშორისოზეც _ დათბობას ხელი უნდა შეეწყო იმპერიაში «განვითარებული სოციალიზმის» მშენებლობისთვის, რომელიც შემდგომში მისაბაძი გახდებოდა მსოფლიოს სხვა ერებისათვის.
ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს დათბობის პოლიტიკის წარუმატებლობის მიზეზების ახსნა. კვლევის შედეგად ავტორი მივიდა შემდეგ ჰიპოთეზამდე: დათბობის პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა იმიტომ რომ ადრესატების მიერ იმპერიაში განხორციელებული ლიბერალიზაცია აღქმულ იქნა როგორც რეჟიმის დასუსტება და არა როგორც საშუალება მმართველ ჯგუფთან თანამშრომლობისა და და ამ გზით რეჟიმის გარადქმნისა. ნაშრომში მოცემული ჰიპოთეზა განხილულია კონსტრუქტივისტული თეორიის ჩარჩოში, კერძოდ კი ჰიპოთეზის ასახსნელად გამოყენებულია ალექსანდერ ვენდტის «ძალის პოლიტიკის ინსტიტუციური გარადქმნის» მოდელი.

გადმოწერეთ მთლიანი კვლევა

ერეკლე მეორეს საგარეო პოლიტიკა: დაბალანსებიდან მიტმასნებამდე

Posted in Articles by teonaturashvili on ივლისი 21, 2010

ავტორი: ივანე ბაძაღუა

დაწერის თარიღი: 2009, ივნისი


საერთაშორისო ურთიერთობების ცალკე სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბების მიუხედავად, ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობასა და “მეცნიერულობას”, რადგან მათთვის სათუა თეორიის საჭიროება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ზოგიერთისთვის არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ “პოლიტიკა ეს მართვის ხელოვნებაა” , რომელიც გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას საჭიროებს და თეორიული დოგმები აქ გამოუსადეგარია. ზემოთ აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, (საერთაშორისო ურთიერთობებში) თეორიის აუცილებლობასა და საჭიროებაზე ბევრი ნაშრომია დაწერილი. კენეთ უოლცი აღნიშნავდა, რომ საერთოშორისო პოლიტიკის თეორია უნდა ჩამოყალიბდეს მსგავსად ეკონომიკის თეორიისა, რომლის მეშვეობით მოხერხდება ფაქტების შერჩევა და ახსნა. მართალია, არ არსებობს უნივერსალური თეორია, რომელიც ერთიდაიგივე წარმატებით ახსნიდა სხვადასხვა ფაქტს, მაგრამ “საბოლოოდ ადამიანი ირჩევს თეორის, რომელიც მრავალ საკითხს ჰფენს ნათელს, მაშინაც კი როცა მისი ნამდვილობა საეჭვოა.” (more…)

რუსეთ-ბელორუსია-ყაზახეთის საბაჟო კავშირი

Posted in Articles by teonaturashvili on ივლისი 19, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი
დაწერის თარიღი: 2010 წელი, ივნისი

ანოტაცია

ნაშრომი მიზნად ისახავს რუსეთ-ბელორუსია-ყაზახეთის მიერ შექმნილი საბაჟო კავშირის შექმნის ძირითადი ფაქტორების დადგენას. რისთვისაც გამოყენებულია ცნობილი ნეორეალისტის სტივენ უოლტის ალიანსების შექმნის თეორია. კვლევის მიზანია, დაადგინოს, რა განაპირობებს ქვეყნების გადაწყვეტილებას შექმნან კავშირები სხვა ძალებთან ერთად? ჩატარებული კვლევის შედეგად ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია: ქვეყნების მიერ კავშირების შექმნისას გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნების სურვილი, დააბალანსონ ოპონენტი ძალის გავლენა და გახდნენ წამყვანი ძალა ამ კავშირში, რაც უზრუნველყოფილი იქნება მათი მხრიდან სხვა წევრებისადმი გაწეული საგარეო დახმარებით. საკვლევი ობიექტის შემთხვევაში რუსეთის პოზიციამ და მისმა მიზნებმა დიდი როლი ითამაშა ამ კავშირის შექმნაში.
ნაშრომის პირველ ნაწილში მოცემულია სტივენ უოლტის მიერ ჩამოყალიბებული დებულებები კავშირების შექმნის მიზეზების შესახებ. შემდეგ განხილულია საბაჟო კავშირის შექმნის ისტორია. მესამე ნაწილში მოცემულია კავშირების შექმნის ლოგიკა და ის ძირითადი მოთხოვნები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეკონომიკური ინტეგრაციის დროს. ასევე, განხილულია თუ რა მოგებებს ელიან კავშირის წევრები. შემდეგ მოდის კავშირის შექმნის მიზეზების ახსნა. ბოლოს კი მოცემულია თეორიისა და პრაქტიკის ერთგვარი შეჯამება.

გადმოწერეთ მთლიანი კვლევა

აზერბაიჯანი როგორც პეტრო-სახელმწიფო

Posted in Articles by teonaturashvili on თებერვალი 21, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

დაწერის თარიღი: 2010 წლის იანვარი

შესავალი
მსოფლიო პოლიტიკაში ენერგორესურსების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად გაიზარდა ამ რესურსების მფლობელი ქვეყნების მნიშვნელობაც. ასეთი ტიპის ქვეყანას წარმოადგენს აზერბაიჯანიც, რომელიც თავისი რესურსების საშუალებით საკამოდ მიმზიდველი ქვეყანა გახდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როგორც მეზობლების, ასევე დასავლეთისთვისაც. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს, რომელთა შორისაც გამოვყოფდი ენერგორესურსებს. მათი ექსპორტიდან შემოსული თანხების განაწილება დიდად ახდენს გავლენას ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესზე. ჩემი ნაშრომის საკვლევი კითხვა სწორედ დემოკრატიასა და ენერგორესურსების ფასებს შორის დამიკიდებულების დადგენაა. ეს კითხვა კი შემდეგია: აფერხებს თუ არა დემოკრატიზაციის პროცესს ენერგორესურსების მაღალი ფასი პეტრო-სახელმწიფოში?
ქვემოთ პირველ რიგში განვიხილავ თუ როგორი ქვეყანა მოიაზრება პეტრო-სახელმწიფოში და ნაჩვენები იქნება მისი ძირითადი მახასიათებლები. ასევე სანამ აზერბაიჯანში დემოკრატიზაციისა და ნავთობის მაღალ ფასებს შორის ურთიერთდამოკიდებულების განხილვაზე გადავიდოდე, ემპირიული და სხვადასხვა მონაცემებით ვაჩვენებ, რომ აზერბაიჯანიც შედის ამ ტიპის ქვეყნებს შორის. შემდეგ მოცემული იქნება თუ რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ პეტრო-სახელმწიფოში იზღუდება დემოკრატია. ამ საკითხების განხილვის შემდეგ შევეცდები ვაჩვენო, რომ რაც უფრო იზრდება ენერგორესურსების ფასები, დემოკრატიის განვითარების შანსებიც უფრო მცირდება.
(more…)

%d bloggers like this: