IR

აზერბაიჯანის ენერგეტიკული პოლიტიკა

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 5, 2010

ავტორი: თამარ ნოდარიშვილი

დაწერის თარიღი: 2009 წელი, მაისი

საკითხის ზოგადი მიმოხილვა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია როგორც ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელმა ქვეყანამ. უცხოურმა ინვესტიციებმა, დემოკრატიისკენ სწრაფვამ და ბაზარზე ორიენტირებულმა ეკონომიკამ შესაძლებლობა მისცა აზერბაიჯანს დამკვიდრებულიყო მსოფლიო ეკონომიკაში და სუსტი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან გადაქცეულიყო კავკასიისა და კასპიის რეგიონებში ანგარიშგასაწევ ძალად.

აზერბაიჯანმა ასევე შეძლო აშშ-ს, ევროპისა და აზიის ქვეყნების დაინტერესება არა მხოლოდ გაზისა და ნავთობის მარაგებით, არამედ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობითაც კასპიის ზღვის აუზში. ამის ძირითადი მიზეზია დასავლეთის ქვეყნების სწრფვა თავი დააღწიონ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის რესურსებსა და რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას. მითუმეტეს, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა 1998-2010 წლებში წელიწადში 2-3%-ით იზრდება და 2030 წლისთვის მსოფლიო მოთხოვნა ნავთობზე დღე-ღამეში 110-113 მილიონ ბარელს მიაღწევს.[1]

ამის გამო, ბოლო დროს აშშ და ევროკავშირი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მიწოდების უსაფრთხოების მიზნით, ენერგომატარებლების ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.[2] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი კი კასპიის ზღვის აუზია, სადაც მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა 1995 წლიდან დაიწყეს მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორცილება.[3]

კასპიის ზღვის აუზის რეგიონს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დივერსიფიცირება და არასტაბილურ სპარსეთის ყურეზე დამოკიდებულების შემცირება შეუძლია. კასპიის ზღვის აუზში კი აზერბაიჯანს ენერგორესურსების სტრატეგიული განლაგება გააჩნია. რაც იმას გულისხმობს, რომ საბადოების ათვისება მარტივია და დიდ თანხებს არ საჭიროებს. ასევე აღსანიშნავია, რომ კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე ნავთობი ერთ-ერთი უნიკალური ხარისხითა და პარაფინის შემცველობით ხასიათდება.
(more…)

Advertisements

ანტი-რევოლუციური მექანიზმები ბელორუსიაში

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 4, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

დაწერის თარიღი: 2009 წელი, დეკემბერი

ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის ფრთხილად მოქმედებენ და ცდილობენ ყოველი მექანიზმი გამოიყენონ რევოლუციების თავიდან ასაცილებლად. პოსტ-საბჭოთა სივრცეში მომხდარი ,,ხავერდოვანი რევოლუციები” უკრაინასა და საქართველოში ერთგვარი გაკვეთილი აღმოჩნდა ზოგიერთი ქვეყნისთვის. ხედავდნენ რა ეს რეჟიმები თუ რა შეცდომები დაუშვეს ამ ორი ქვეყნის ლიდერებმა ოპოზიციასთან მიმართებაში, შეეცადნენ თვითონ უფრო ეფექტური ანტი-რევოლუციური მექანიზმები განეხორციელებინათ. ამისი ერთ-ერთი კარგი მაგალითი 2006 წლის მარტში ბელორუსიაში ჩატარებული არჩევნებია.
ლუკაშენკომ მთელი რიგი რესურსებით – ეკონომიკური რესურსები, საერთაშორისო ჩარევის შედარებითი სისუსტე, მოსახლეობის მხარდაჭერა – გამოიყენა ანტი-რევოლუციური მექანიზმების განსახორციებლად. ხელისუფლებამ მრავალი ტიპის სტრატეგიით შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება: ძეწოლა ოპოზიციაზე, მედიის შეზღუდვა, დემონსტრაციების დარბევა, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და საარჩევნო კომისიის თავისუფლად მოქმედების შეზღუდვა.
ანტი-რევოლუციური ქმედებების ეფექტურობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მაიკლ მაკფოლის მოსაზრება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. მისი მოსაზრებით რევულუციის გზით ამის განხორციელება მოხდება თუ დაკმაყოფილდება რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის აღსანიშნავია:
• გაერთიანებული ოპოზიციის არსებობა
• ლიდერის ნაკლები პოპულარულობა მოსახლეობაში
• ნახევრად-ავტორიტარული რეჟიმი
• საგარეო ფაქტორები: ორგანიზაციების, ახალგაზრდული მოძრაობების, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაშვება ქვეყანაში.[1]

კ. ველტი სხვა კრიტერიუმებსაც გვთავაზობს, რომელთა შორის ყურადღებას გავამახვილებ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლზე რეჟიმის მიმართ.[2]
ამ ავტორების მიხედვით, თუ ამ ფაქტორებიდან ყველა იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ შასაძლებელია რეალური ცვლილებების განხორციელება. მათ შორის თითქმის არცერთი ბელორუსიის მაგალითზე ძლიერად წარმოდგენილი, რადგანაც ხელისუფლებამ პრეემტიული ქმედებები საკმაოდ კარგად განახორციელა.
(more…)

რუსეთ-თურქმენეთის ურთიერთობები

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 4, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2008 წელი, მაისი

საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენერგეტიკულ უსაფრთხოების საკითხს. დიდი სახელმწიფოები ცდილობენ ენერგეტიკის დივერსიფიცირებას, რამაც გაზარდა ინტერესი ენერგომდიდარ ქვეყნებზე. მათ შორის გახლავთ თურქმენეთიც, რომელიც ნავთობის და განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს. BP- მონაცემებით, 2006 წლის ბოლოს ფლობდა 2,84 ტ. კუბურ მეტრ ნავთობს და 100მლნ ტ. გაზს, ამას დამატებული 18,2 მლრდ ტ. გაზი კასპიის ზღვაში.[1]

1990-იან წლებში თურქმენეთი გაზის გაყიდვის მხრივ მთლიანად დამოკიდებული იყო რუსეთზე. ეს უკანასკნელი მას როგორც იაფი გაზის წყაროდ იყენებდა.[2] დღეს უკვე თურქმენეთთან მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროკავშირი. წლების განმავლობაში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებდა.

9 აპრილის გაზსადენის აფეთქების შემდეგ ექსპერტები ალაპარაკდნენ მათ შორის ურთიერთობების გაციებასა და დასავლეთის შესაძლებლობებზე, მიაღწიონ რეალურ შეთანხმებას თურქმენეთის გაზის დასავლეთისკენ მიმართვის შესახებ.

მხარეები აფეთქების მიზეზად განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ:
თურქმენეთის პოზიცია: აშხაბადი აცხადებს, რომ რუსეთმა შეამცირა გაზის მოხმარება, მაშინ როცა თვითონ შეთანხმებულ რაოდენობას აწვდიდა. დაწოლამ გამოიწვია აფეთქება. თურქმენეთი ადანაშაულებს რუს ხელისუფალთ გაუფრთხილებლობასა და წინასწარი ზომების მიღების მცდელობის არ არსებობაში.

რუსეთის პოზიცია: ზოგიერთი რუსი ექსპერთი გამომწვევ მიზეზად თურქმენეთის მოძველებულ ინფრასტრუქტურას მიიჩნევს, ზოგიერთი კი ფაქტს გაუგებრობად აღიქვამს.[3]
(more…)

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: მომავლის პერსპექტივები

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 3, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წელი, დეკემბერი

დღეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. კავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ეს ყოველივე დიდ გავლენას ახდენს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ამ საკითხის განხილვისას საყურადღებოა ასევე დიდი ძალების ურთიერთობაც: ა.შ.შ, ევროკავშირი. გარდა ამისა, დიდ გავლენას მოახდენს 2008 წლის ომის შედეგად მიღებული გაკვეთილები.
ისტორიული მიმოხილვა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცვლილებები მოხდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. შეიძლება ითქვას, რომ ბალტიის ქვეყნების შემდეგ საქართველო იყო ერთ-ერთი, რომელიც აქტიურად ცდილობდა რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლას. განსაკუთრრებით კი 2003 წლიდან, როდესაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მკვეთრად პრო-დასავლური კურსი აიღო და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის სურვილი გამოთქვა. ეს რა თქმა უნდა არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინმა მოახერხა ქვეყნის წინ წამოწევა და ეკონომიკური გაძლიერება. რუსეთს უფრო მეტი პრეტენზია უჩნდება, ვიდრე ბ. ელცინის დროს ჰქონდა.
მნიშვლელოვანი გარდატეხა იყო რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან, რითაც აშკარად გამოჩნდა რუსეთის გავლენის შემცირება საქართველოში. ასევე, ურთიერთობების გაუარესება მოჰყვა რუსეთის მიერ გაზის შეყწვეტის, ,,ბორჯომსა” და ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებას. ერთადერთი ძლიერი ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ – სეპარატისტების არსებობა – კი კვლავაც რუსეთის ხელში რჩებოდა.
მუდმივად დაძაბული სიტუაციის პიკი აღმოჩნდა 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც რუსეთი თავისი მოსახლეობის დაცვის არგუმენტით ერთვება კონფლიქტში. ამ მოვლენებმა გარკვეული ცვლილებები მოიტანეს როგორც თვითონ ამ ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და მსოფლიოს ქვეყნებისთვის.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ქვეყნების პოზიცია:
რუსეთი:
• აღიარა სეპარატისტული რეჟიმები 2008 წლის 26 აგვისტოს, დადო მათთან სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები
• ეხმარება აღნიშნულ რეჟიმებს ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით
• ტალიავინის დასკვნის საკუთარი ინტერპრეტაციით საქართველოს აცხადებს აგრესორად და ცდილობს დასავლეთის თვალში გამოიყვანოს იგი ნაკლებად დასაყრდენ ქვეყნად.
(more…)

%d bloggers like this: