IR

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: მომავლის პერსპექტივები

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 3, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2009 წელი, დეკემბერი

დღეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. კავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და ეს ყოველივე დიდ გავლენას ახდენს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ამ საკითხის განხილვისას საყურადღებოა ასევე დიდი ძალების ურთიერთობაც: ა.შ.შ, ევროკავშირი. გარდა ამისა, დიდ გავლენას მოახდენს 2008 წლის ომის შედეგად მიღებული გაკვეთილები.
ისტორიული მიმოხილვა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცვლილებები მოხდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. შეიძლება ითქვას, რომ ბალტიის ქვეყნების შემდეგ საქართველო იყო ერთ-ერთი, რომელიც აქტიურად ცდილობდა რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლას. განსაკუთრრებით კი 2003 წლიდან, როდესაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მკვეთრად პრო-დასავლური კურსი აიღო და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის სურვილი გამოთქვა. ეს რა თქმა უნდა არ შედიოდა რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინმა მოახერხა ქვეყნის წინ წამოწევა და ეკონომიკური გაძლიერება. რუსეთს უფრო მეტი პრეტენზია უჩნდება, ვიდრე ბ. ელცინის დროს ჰქონდა.
მნიშვლელოვანი გარდატეხა იყო რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან, რითაც აშკარად გამოჩნდა რუსეთის გავლენის შემცირება საქართველოში. ასევე, ურთიერთობების გაუარესება მოჰყვა რუსეთის მიერ გაზის შეყწვეტის, ,,ბორჯომსა” და ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესებას. ერთადერთი ძლიერი ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ – სეპარატისტების არსებობა – კი კვლავაც რუსეთის ხელში რჩებოდა.
მუდმივად დაძაბული სიტუაციის პიკი აღმოჩნდა 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც რუსეთი თავისი მოსახლეობის დაცვის არგუმენტით ერთვება კონფლიქტში. ამ მოვლენებმა გარკვეული ცვლილებები მოიტანეს როგორც თვითონ ამ ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და მსოფლიოს ქვეყნებისთვის.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ქვეყნების პოზიცია:
რუსეთი:
• აღიარა სეპარატისტული რეჟიმები 2008 წლის 26 აგვისტოს, დადო მათთან სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები
• ეხმარება აღნიშნულ რეჟიმებს ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით
• ტალიავინის დასკვნის საკუთარი ინტერპრეტაციით საქართველოს აცხადებს აგრესორად და ცდილობს დასავლეთის თვალში გამოიყვანოს იგი ნაკლებად დასაყრდენ ქვეყნად.

საქართველო:
• გმობს რუსეთის დახმარებას რეჟიმებისადმი და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს გავლენა მოახდინონ რუსეთის პოზიციაზე
• ითხოვს საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას
• ითხოვს დევნილების დაბრუნებას
• ითხოვს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას რუსეთის მხრიდან
მხარეების პოზიციები განსხვავებულია, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მათი ინტერესების შეჯახება, კერძოდ საქართველოს ძირითად მისწრაფებას დასავლეთთან ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ,,პრივილეგირებულ”
ინტერესებთან. როგორც დ. მედვედევმა განაცხადა 2008 წლის აგვისტოში,[1] რუსეთს გარკვეული ინტერესები გააჩნია მის მეზობელ ქვეყნებში და სურს მათთან მეგობრული და ისტორიული ერთიერთობების აღდგენა. ასე რომ, შეიძლება გამოვყოთ რუსეთის ძირითადი ინტერესები ამ რეგიონში და აქედან გამომდინარე მიზეზები, თუ რატომა არის მისთვის მნიშვნელოვანი საქართველოს საგარეო ორიენტაცია:
• სურს იყოს რეგიონში წამყვანი ძალა და ისწრაფვის გავლენის სფეროების აღდგენისკენ პოსტ-საბჭოთა რეგიონის ქვეყნებზე
• როგორც მედვედევი აღნიშნავს, რუსეთი აღიარებს მულტიპოლარულ მსოფლიოს, ამიტომ არ სურს დასავლეთის და უფრო მეტად ამერიკის გავლენის გაზრდა კავკასიაში [2]
• სურს ჩაერთოს ევროპა-აზიის კორიდორის მშენებლობაში
• არ დაუშვას ცენტრალური აზიისა და სხვადასვა ქვეყნების მიერ ევროპისთვის ალტერნატიული გაზის მიწოდება, რისი მეშვეობითაც შემცირდება მისი გავლენა ევროპის ქვეყნებზე
• სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და რუსეთის გავლენა ამ რეგიონში ყოველთვის გავლენას ახდენს მის პოზიციებზე ჩრდილოეთ კავკასიაში.
• კავკასიაში ფეხის მოკიდება მნიშვნელოვანი გარანტია იქნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად, მაშინ როცა ა.შ.შ-ს ახალი ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებს სწორედ ავღანეთის პრობლემის სასწრაფო გადაწყვეტაზე.
საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. უნდა ველოდოთ თუ არა ახალ ომს, ან პირიქით შეძლებენ თუ არა მხარეები რაიმეზე შეთანხმებას? ამის გასარკვევად პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ის ძირითადი სისუსტეები და შეცდომები რაც მათ გამოავლინეს ამ პერიოდში, რადგან სავარაუდოდ მათი გათვალისწინებით იმოქმედებენ.
რუსეთისთვის ძირითადი მიღწევა ამ ომიდან იყო პოზიციების გამყარება და თავისი ბაზების განლაგება ამ რეგიონებში. მისთვის ხელსაყრელად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე, გაიმყარა სტატუსი როგორც ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც დაემუქრა ჯ. ბუშის მიერ წოდებულ ,,დემოკრატიის შუქურას”.[3] რითაც ერთგვარად შეარყია ამერიკის გავლენის მასშტაბები ამ რეგიონში. გარდა ამისა, დააყოვნა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია.
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს მისი ძირითადი წარუმატებლობები:
• აშკარა გახდა, რომ მას არ ჰქონდა რაიმე სერიოზული გეგმა საქართველოსთან მიმართებაში ან არასწორად იქნა აღქმული თუ რა შიდა პოლიტიკური შედეგები მოყვებოდა მის ომში ჩაბმას.
• ნათელი გახდა, რომ რუსეთს არ ყავს რაიმე პოლიტიკური დასაყრდენი საქართველოში
• სეპარატისტების აღიარებით ხელში აღარ აქვს ის კოზირები, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა საქართველოსთან ურთერთობაში. ამ ომის შემდეგ იგი განიხილება ერთ-ერთი მხარე და არა როგორც მშვიდობის დამცველი.
• მისსავე ტერიტორიაზე სეპარატისტული მოთხოვნების გაძლიერება და ჩრდილოეთ კავკასიაში გაჩენილი პრობლემები
• ვერ მიიღო ღია მხარდაჭერა ყველაზე ახლო პარტნიორებისგანაც კი სეპარატისტების აღიარებასთან დაკავშირებით. პირიქით, ისინი უფრო ფრთხილი პოლიტიკის გატარებას იწყებენ და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთთან. (ბელორუსია თავს იკავებს აღიარებისგან, ჩინეთიც შორს დგას ამ საკითხისგან მის ტერიტორიაზე არსებული უმცირესობების გამო)
• ევროპამ უფრო აქტიურად დაიწყო ფიქრი ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ალტერნატიული წყაროების ძიებაზე.
• ომმა გამოავლინა რუსეთის არმიაში არსებული პრობლემები.
• ზარალი მიაყენა მის ეკონომიკას, შემცირდა ინვესტიციები რუსეთში და საფრთხე დაემუქრა მის როგორც კონსტრუქციული პარტნიორის სახელს დასავლეთის თვალში.
კიდევ უფრო სავალალო შედეგები მოუტანა ომმა საქართველოს:
• საფრთხის ქვეშ დადგა სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე
• ათასობით დევნილი შეემატა ქვეყანას, რაც ამწვავებს უკვე არსებულ მძიმე სოციალურ სიტუაციას
• მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა ეკონომიკურმა განვითარებამ
• ქვეყნის 20% პროცენტს ვერ აკონტროლებს ცენტრალური მთავრობა
• მნიშვნელოვნად შეფერხდა მისი ნატოში გაწევრიანება ახლო მომავალში
• რუსეთის მიერ სეპარატისტების აღიარებით ჟენევის მოლაპარაკებები ვეღარ მიმდინარეობს ეფექტურად და საერთაშორისო მისიებიც გაუქმდა

ეს შედეგები დაგვეხმარება დავადგინოთ ურთიერთობების თუ რა ფორმას აირჩევენ მხარეები. არსებობს მრავალი მოსაზრება ამის შესახებ, რომელთა შორისაც გამოვყოფ სამს:
ურთიერთობების გამწვავება და ხელახალი ომი _ ამ სცენარის განვითარების რამდენიმე არგუმენტი არსებობს. კერძოდ, დღესაც ახდენენ პროვოკაციულ ქმედებებს სეპარატისტები. ასევე, 2008 წლის კამპანიით რუსეთმა დასავლეთის დაგვიანებული პასუხი აღიქვა სიგნალად, რომ იგი ღია ომში არ ჩაერევა. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთი ბევრის მიერ გაკრიტიკებულ იქნა არა მარტო საქართველოს ხელისუფლების წახალისებისა და მისი შესაძლო ქმედებების არასწორი შეფასების გამო, არამედ რუსეთისადმი არასწორი დამოკიდებულებისთვისაც. კერძოდ, როგორც Daily Telegraph-ი იუწყება, 9 აგვისტოს ა.შ.შ სახელმწიფო დეპარტამენტი დარწმუნებით აცხადებდა, რომ რუსეთის ჯარი არ შევიდოდა საქართველოში.[4] გარდა ამისა, ითვლება რომ ეს ომი რუსეთის პირველი ეტაპი იყო და შეეცდება იმ ხარვეზების გამოსწორებას, რომელიც ამ ომის დროს დაუშვა. ანუ მოახდენს ძალის უფრო მეტ დემონსტრაციას თავისი პრესტიჟის ასამაღლებლად. ასევე, ისინი ვინც მიიჩნევენ, რომ კრემლის მთავარი მიზანი სააკაშვილის რეჟიმის დამხობა იყო ,[5] აშკარაა რომ ეს მიზანი ჯერ კიდევ განუხორციელებელია. სწორედ ეს მიზეზები უბიძგებს რუსეთს ახალი ომისკენ, განსაკუთრებით მაშინ როცა საქართველო ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ დასუსტებულია.
ურთიერთობების გაუმჟობესება და პოზიციების შეჯერება _ ამ სცენარის განვითარება ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა მოკლე პერიოდში. მისი განვითარების შემთხვევაში ან რუსეთია დასუსტებული და თავისი პრობლემების გამო ვეღარ ინარჩუნებს პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. რის გამოც მას უხდება გარკვეულ დათმობებზე წასვლა, რადგან ეკონომიკურად მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დასავლეთზე. პოზიციების შეჯერება გულისხმობს თავისთავად რეჟიმების აღიარების უკან წაღებას რუსეთის მხრიდან, რაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით წარმოუდგენელია. მას გარკვეული ბერკეტები აქვს მოპოვებული და მათ ასე იოლად არ დასთმობს. მეორე ვარიანტი ურთიერთობების მოგვარებისა არის თვითონ საქართველოს მიერ პოზიციების დათმობა, რისი ნიშნებიც არ არის.
მუდმივი დაძაბულობა-გაყინული ურთიერთობები– ეს სცენარი გულისხმობს მხარეებს შორის მუდმივ პოლემიკურ დაპირისპირებას. ხდება შეხვედრები, მაგრამ ურთიერთობების გაუმჯობესება წინ ვერ მიდის. არცერთი არ თმობს პოზიციებს, თუმცა იქიდან გამომდინარე რა შედეგები მოჰყვა ომს არც მისი საშუალებით ცდილობენ საბოლოოდ ,,მარჯვებულის” გამოვლენას. აქ შეინიშნება მხოლოდ ხალხებს შორის ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ სახელმწიფოთა დონეზე რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების შანსები თითქმის არ არსებობს.
პირველად განახლებულ ომს 2009 წლის ზაფხულისთვის მოისაზრებდნენ, მაგრამ მედვედევ-ობამას შეხვედრამ დიდი როლი ითამაშა ამის თავიდან აცილებაში. ამით დასტურდება ის, რომ დასავლეთი დაინტერესებულია რეგიონში სტაბილურობით და შეეცდება აიცილოს სიტუაციის შესაძლო გამწვავება. ამით, უფრო მცირდება პირველი სცენარის განხორციელების შესაძლებლობა.
საერთაშორისო ჩარევას მნიშვნელობა ენიჭება ასევე მეორე და მესამე სცენარების განვითარების შესაძლებლობების განხილვისას. რუსეთს გარკვეული ბერკეტები გააჩნია ევროპის (ენერგეტიკა) და ა.შ.შ-ს წინაშე. ეს უკანასკნელი განიხილავს, როგორც შესაძლო პარტნიორს რამდენიმე საკითხის გადასაჭრელად: 1. გლობალური პრობლემები 2. ავღანეთის საკითხი 3. სტრაგეგიული იარაღის შესახებ ხელშეკრულების ხელახალი დადება, რომელსაც 2009 წელს გასდის ვადა. 4. ირანთან მოლაპარაკება ბირთვული იარაღის შესახებ.[6]
თუ ამ საკითხთების გამო ეს რეგიონი ამერიკისთვის მნიშვნელობას დაკარგავს, მაშინ სავარაუდოა რუსეთის გაძლიერება.
საუბრობენ ასევე, რუსეთის შესაძლო დასუსტებაზე, რაც ავტომატურად შეამცირებს მის ამბიციებს. ამ საკითხშიც იკვეთება დასავლეთის როლი, რამდენად მოინდომებს დასუსტებული რუსეთის ყოფნას, რადგანაც ყოველთვის გამოთქვამდნენ მოსაზრებას დასავლეთში, რომ რუსეთის ინტეგრაცია უფრო მეტ სარგებელს მოუტანდათ, ვიდრე იზოლირება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საქართველო განვითარების რა კურსს აირჩევს. თუ მოხდება შესამჩნევი ცვლილებები და დემოკრატიული რეფორმები დასავლეთიც უფრო მეტად ჩაერთვება ურთიერთობების დარეგულირების საკითხში და რუსეთსაც რაიმეს განხორციელების ნაკლები შესაძლებლობები ექნება. რუსეთის შესაძლო გეგმებთან დაკავშირეთ აღსანიშნავია პუტინის ე.წ გეოპოლიტიკური სადღეგრძელო ,,საქართველოს გაერთიანების საკითხი გადაწყვეტილია”.[7] შესაძლოა კრემლი სწორედ პოლიტიკურ დასაყრდენს ეძებს, რომელიც არ ჰყავდა ომის დროს. ან პუტინს სურს დასავლეთის თვალში უფრო კონსტრუქციულ ლიდერად გამოჩნდეს. ასევე, გაჩნდა ეჭვები საქართველოს ფედერაციად გადაქცევის გეგმის შესახებ.
ნიშანი იმისა, რომ მხარეებს შორის თანდათან გაუმჯობესდება ურთიერთობები არის ყაზბეგი-ზემო ლარსის სატრანსპორტო გზის აღდგენაზე მოლაპარაკებების დაწყება. მართალია ჯერჯერობით საქართველო-სომხეთს შორის მიმდინარებოს მოლაპარაკებები, მაგრამ სავარაუდოდ რუსეთის ჩართვაზეც იფიქრებენ მხარეები.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახსენს რუსეთის შიგნით არსებული პროცესები, რუსეთ-ევროკავშირის, რუსეთ-ა.შ.შ-ს ურთიერთობები. ასევე, მნიშვნელობა აქვს საქართველოს მთავრობის პოლიტიკასაც, რამდენად შეეცდებიან მათ ხელთ არსებული უპირატესობების გამოყენებას, რომელთა შორისაა ტალიავინის დასკვნაში დაფიქსირებული ქართველების ეთნიკური წმენდა, რუსეთის მიერ რეჯიმების აღიარების დაგმობა და მოთხოვნა დევნილების დაბრუნებაზე.

1. Paul Reynolds, “New Russian World Order: the Five Principles”, BBC News September 2008
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7591610.stm
2. Paul Reynolds, “New Russian World Order: the Five Principles”, BBC News September 2008
http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7591610.stm
3. ,,Bush Dances After Arrival in Georgia”, CNN News
http://www.cnn.com/2005/WORLD/europe/05/09/bush.monday/index.html
4. http://www.telegraph.co.uk/news/2570298/George-W-Bush-under-pressure-totake-tougher-line-with-Russia.html
5. Ghia Nodia, “The War For Georgia: Russia, the West, the Future”, Open Democracy, August 2008
6. Ivan Krastev, “Russia and the Georgia War: the Great Power Trap”, Open Democracy, August 2008
7. Tailgunner Joe “Putin Says Decision on “Reunification” of Georgia “Already Decided”, November 2009
http://www.freerepublic.com/focus/news/2388736/posts

ბიბლიოგრაფია:
1. Ivan Krastev, “Russia and the Georgia War: the Great Power Trap”, Open Democracy, August 2008
2. Ivars Indans “Relations of Russia and Georgia: Developments and Future Prospects” Baltic Security & Defence Review, Vol. 9, 2007
3. Ghia Nodia, “The War For Georgia: Russia, The West, the Future”, Open Democracy, August 2008
4. Rein Müllerson, “The World After the Russia- Georgia War”, Open Democracy, September 2008
5. S. Neil MacFarlane “The Paradoxical Regional Implications of Russia’s Actions in Georgia” Chatham House, September 2008
6. Svante E. Cornell, Johanna Popjanevski, Niklas Nilsson “Russia’s War in Georgia: Causes and Implications for Georgia and the World”, Central Asia-Caucasus Institute, August 2008

Slide Show Presentation

Advertisements

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. Dato said, on თებერვალი 20, 2010 at 8:19 AM

    საინტერესოა, თუმცა რამოდენიმე შენიშვნა არის:

    1. ამ ეტაპისთვის რუსეთი უკბე კი არ ეხმარება მარიონეტულ (და არა სეპარატისტულ) რეჟიმებს, არამედ თვითონ მკვიდრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც სამხედრო, ისევე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

    ანუ სურათი ის კი არ არის, რომ რუსეთი სეპარატისტებს ეხმარება (როგორც, მაგალითად, აშშ ეხმარება ტაივანს), არამედ ის, რომ რუსეთი ”აღრმავებს” საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ხოლო მარიონეტულ რეჟიმებს იყენებს ამ პროცესის პოლიტიკური და საინფორმაციო გასაღებისთვის. ეს რეჟიმები მხოლოდ რუსული ოკუპაცის cover-ს წარმოადგენენ და არა რაიმე დახმარება-მხარდაჭერის ობიექტებს.

    2. ”სურს ჩაერთოს ევროპა-აზიის კორიდორის მშენებლობაში”.
    უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, რუსეთს სურს რომ ეს კორიდორი ან არ არსებობდეს, ან მხოლოდ რუსეთზე გადიოდეს. ცენტრალური აზია-აზერბაიჯანი-საქართველო მარშრუტის კორიდორის არსებობა რუსეთს პრინციპულად არ აწყობს, რადგან თუკი ასეთი კორიდორი საბოლოოდ გაფორმდება და სტაბილური გახდება, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის შეკავება რუსეთის გავლენის სფეროში სრულიად შეუძლებელი გახდება.
    ყველაზე სუსტი რგოლი ამ კორიდორის ”ჯაჭვში” საქართველოა, ამიტომ სწორედ ამ რგოლზე მოდის რუსეთი ძირითადი დარტყმა.

    3. ზემო ლარსის გახსნა არ არის კრემლსა და თბილისს შორის ურთიერთობების რაიმე გაუმჯობესების სიმპტომი. თამაში გრძელდება იგივე წებებით, როგორც აქამდე – ისინი ცდილობენ გაგვანადგურონ, ჩვენ ვცდილობთ გადავრჩეთ.

    რაც შეეხება 2009 წლის ზაფხულს და ობამას რუსეთში ვიზიტის როლს – ეს სწორი დაკვირვებაა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ბევრს არ ესმის იმის მიუხედავად, რომ ეს თითქოს აშკარა უნდა იყოს, თუნდაც ღია წყაროებზე თვალის მიდევნების შემთხვევაში.

    ასევე ზუსტია ის დასკვნა, რომ რუსეთი ეხლა ცდილობს საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის შექმნას.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: