IR

ანტი-რევოლუციური მექანიზმები ბელორუსიაში

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 4, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

დაწერის თარიღი: 2009 წელი, დეკემბერი

ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის ფრთხილად მოქმედებენ და ცდილობენ ყოველი მექანიზმი გამოიყენონ რევოლუციების თავიდან ასაცილებლად. პოსტ-საბჭოთა სივრცეში მომხდარი ,,ხავერდოვანი რევოლუციები” უკრაინასა და საქართველოში ერთგვარი გაკვეთილი აღმოჩნდა ზოგიერთი ქვეყნისთვის. ხედავდნენ რა ეს რეჟიმები თუ რა შეცდომები დაუშვეს ამ ორი ქვეყნის ლიდერებმა ოპოზიციასთან მიმართებაში, შეეცადნენ თვითონ უფრო ეფექტური ანტი-რევოლუციური მექანიზმები განეხორციელებინათ. ამისი ერთ-ერთი კარგი მაგალითი 2006 წლის მარტში ბელორუსიაში ჩატარებული არჩევნებია.
ლუკაშენკომ მთელი რიგი რესურსებით – ეკონომიკური რესურსები, საერთაშორისო ჩარევის შედარებითი სისუსტე, მოსახლეობის მხარდაჭერა – გამოიყენა ანტი-რევოლუციური მექანიზმების განსახორციებლად. ხელისუფლებამ მრავალი ტიპის სტრატეგიით შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება: ძეწოლა ოპოზიციაზე, მედიის შეზღუდვა, დემონსტრაციების დარბევა, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და საარჩევნო კომისიის თავისუფლად მოქმედების შეზღუდვა.
ანტი-რევოლუციური ქმედებების ეფექტურობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მაიკლ მაკფოლის მოსაზრება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ხელისუფლების შეცვლა. მისი მოსაზრებით რევულუციის გზით ამის განხორციელება მოხდება თუ დაკმაყოფილდება რამდენიმე კრიტერიუმი, მათ შორის აღსანიშნავია:
• გაერთიანებული ოპოზიციის არსებობა
• ლიდერის ნაკლები პოპულარულობა მოსახლეობაში
• ნახევრად-ავტორიტარული რეჟიმი
• საგარეო ფაქტორები: ორგანიზაციების, ახალგაზრდული მოძრაობების, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების დაშვება ქვეყანაში.[1]

კ. ველტი სხვა კრიტერიუმებსაც გვთავაზობს, რომელთა შორის ყურადღებას გავამახვილებ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლზე რეჟიმის მიმართ.[2]
ამ ავტორების მიხედვით, თუ ამ ფაქტორებიდან ყველა იქნება დაკმაყოფილებული, მაშინ შასაძლებელია რეალური ცვლილებების განხორციელება. მათ შორის თითქმის არცერთი ბელორუსიის მაგალითზე ძლიერად წარმოდგენილი, რადგანაც ხელისუფლებამ პრეემტიული ქმედებები საკმაოდ კარგად განახორციელა.

ვიტალი სილიცკი თავის სტატიაში გამოყოფს სამ ძირითად პრეემტიულ მოქმედებებს, რომლითაც ლუკაშენლოს რეჟიმმა რევოლუციის საფრთხე აიცილა :[3]
1. ტაქტიკური: ამაში იგულისხმება მედიის შეზღუდვა, მოსახლეობამდე არ მიდის ოპოზიციის ხმა. მართლაც, ბელორისიაში გაუქმდა ბევრი რეგიონული მაუწყებლობა 2001-2004 წლების განმავლობაში.[4] ხელისუფლებისგან ზეწოლის გამო ბევრმა თვით-ცენზურას მიმართა დახურვის შიშით.
გარდა ამისა, დიდი შეზღუდვა განახორციელეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ყოველგვარი მოძრაობის მიმართ. მიიღეს კრიმინალური კოდექსი.[5] 2005 წელს გააუქმეს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლების დამოუკიდებელი ინსტიტუტე და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა ძირითადი მიზანი არჩევნების მონიტორინგი იყო.
იზღუდებოდა ასევე ოპოზიციური ძალები. მართალია არჩევნების წინ ლუკაშენკო მის ოპონენტებს მისცა სატელევიზიო არხებზე გამოსვლის უფლება, მაგრამ რეალურად რესურსები არაპროპორციულად იყო გამოყენებული. დაარბიეს მანიფესტაცია, დააპატიმრეს მონაწილეები და ლიდერები. ალექსანდრე მილინკევიჩი – ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე არჩევნებში- დააპატიმრეს და მხოლოდ ლუკაშენკოს ხელახალი არჩევის შემდეგ გაათავისუფლეს.[6]
კიდევ ერთი მექანიზმი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების არშეშვება და ხშირ შემთხვევაში თავიანთ ქვეყნებში გაბრუნება. მხოლოდ დსთ-ს მონიტორინგს ჰქონდა თავისუფლად მოქმედების საშუალება.
რაც შეეხება ლიდერის პოპულარულობას, ეს ერთ-ერთი ფაქტორია რაც ლუკაშენკოს პოზიციებს ამყარებს. ის ყოველთვის ახერხებდა რეფერენდუმებზე თავისთვის სასურველ შეთავაზებათა გატანას. სწორედ ამით იგი ლეგიტიმურობას სძენდა ცვლილებებს, რომელიც შედიოდა კონსტიტუციაში. ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, მან ამ არჩევნებში ხმების 54% მიიღო[7] (ოფიციალურად 83% გამოაცხადეს [8]). რაც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მის მხარდაჭერაზე. ამისი გამომწვევი მიზეზი ერთი მხრივ ცხოვრების დონის შედარებით კარგი მაჩვენებელია. წელს მსოფლიო ბანკის გამოკვლევით ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად 6,6% შეადგენდა.[9] დიდ როლს თამაშობდა ასევე ხნიერ ამომრჩევლებში ლუკაშენკოს დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას მიმართ. ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მდებარებას – რუსული ენერგორესურსების მატარებელი დასავლეთში- რის შედეგადაც ცდილობს დახმარების მიღებას ხშირ შემთხვევაში დასავლეთისგანაც.
რაც შეეხება მეორე მექანიზმს – ეს არის ინსტიტუციური ქმედებები. აქ იგულისხმება მთელი ის ცვლილებები, რაც ლუკაშენკომ გაატარა 1994 წლიდან პრეზიდენტის ინსტიტუტეს გასაძლიერებლად და ხელისუფლების სხვა შტოების დასასუსტებლად. მათ შორის იყო:
• თავისი საპრეზიდენტო ვადის 2 წლით მომატება
• სასამართლოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის უფლების მნიშვნელოვანი შეზღუდვა პარლამენტისთვის, რადგან წევრების ნახევრის დანიშვნის უფლება მიიღო თვითონ
• პარლამენტისთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევა
• რეგულაციების დაუწესა მედიისა და ოპოზიციის წევრებს დემონსტრაციების ჩაAტარებასთან დაკავშირებით.

ეს ავტორი ასევე გამოყოფს კულტურის ფაქტორს, რაც ბელორუსიის იდენტობის სისუსტეში გამოიხატება. აღადგინეს საბჭოთა სიმბოლოები, რუსული გამოაცხადეს სახელმწიფო ენად. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მაინც შეინიშნება ეროვნული იდენტობის გაძლიერება. იმდენად აღარ ისმის რუსეთთან შეერთების იდეა. ოპოზიციაც უფრო ეროვნულ საფუძველზე იწყებს საქმიანობას.
რაც შეეხება ბოლო ფაქტორს, რომელიც ველტის მიერ იქნა ნახსენები – ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე დასავლეთი ზოგჯერ თვალს ხუჭავს ბევრ რამეზე და რადიკალური ქმედებებისგან თავს იკავებს. ეს როგორც წესი, ლიდერს უფლებას აძლევს უფრო ავტონომიურად იმოქმედოს და ლავირება მოახდინოს ორ ძალას შორის. თუ გავიხსენებთ ლევიცკის ნაშრომს, რაც უფრო ნაკლებია დასავლეთის ზეწოლა, მით უფრო ნაკლებად ვითარდება დემოკრატია.[10] ანუ რეჟიმს უფრო მეტი რესურსი ექნება შეინარჩუნოს არსებული ვითარება.
ცხადი ხდება, რომ ლუკაშენკომ სხვადასხვა საშუალებებით შეძლო 2006 წლის დემონსტრაციები ჩაეშალა. შეიძლება ითქვას, რომ რეჟიმმა კარგად გაითვალისწინა ის მიზეზები, რასაც მოჰყვა ცვლილებები საქართველოსა და უკრაინაში. ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მოსახლეობის მხარდაჭერას მივიჩნევ, რადგან ამ შემთთხვევაში უფრო ადვილი გახდა საპროტესტო ტალღის შემცირება. თანაც ამ დროს მართალია ოპოზიციური ძალები უკვე გაერთიანებულნი იყვნენ ერთ პარტიაში მაგრამ აშკარაა ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების სისუსტე. ეს უფრო მეტად ზრდის ხელისუფლებისადმი სიმპატიას. ეკონომიკაც დიდ როლს თამაშობს. ამის მიუხედავად შეინიშნება პრო-დასავლურად განწყობილი ხალხის რაოდენობა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლაბას. საერთაშორისო ჩარევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სტრატეგიული ინტერესები ამის ეფექტურობას ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Footnotes:
1. Michael, McFaul, “The Second Wave of Democratic Breakthroughs in the Post-Communist World: Comparing
Serbia 2000, Georgia 2003, Ukraine 2004, and Kyrgyzstan 2005 citirebili naSromidan Kechaqmadze Mikheil. Anti-Revolutionary Measures of the Post-Soviet Regimes, p.6
2. Cory Welt, Georgia: Causes of the Rose Revolution and Lessons for Democracy Assistance (Washington, DC.
Management System International, 2005), p.4
3. Vitali Silitski.” Contagion Deterred: Preemptive Authoritarianism in the Former Soviet Union (the Case of Belarus)”.CDDRL. Number 66 June 2006
4. იქვე, gv. 19
5. http://www.lexadin.nl/wlg/legis/nofr/oeur/lxwebru.htm
6. Peter Rutland.”Belarus: The last dictator”. Analysis, v. 2, n. 4. (2006): p, 60
7. НИСЭПИ (IISEPS) «Национальный опрос, 12 – 22 июня 2006 г.» (National survey, June 12-22,
2006), , May 14, 2008
8. Peter Rutland.”Belarus: The last dictator”. Analysis, v. 2, n. 4. (2006): p, 63
9. Peter Rutland.”Belarus: The last dictator”. Analysis, v. 2, n. 4. (2006): p, 65
10. Lucan A. Way and Steven Levitsky. “Linkage, Leverage, and the Post-Communist Divide”. East European Politics and Societies. Vol. 21, No. 1. (2007): p. 53

ბიბლიოგრაფია:
1. Lucan A. Way and Steven Levitsky. “Linkage, Leverage, and the Post-Communist Divide”. East European Politics and Societies. Vol. 21, No. 1. (2007)
2. Peter Rutland.”Belarus: The last dictator”. Analysis, v. 2, n. 4. (2006)
3. Vitali Silitski.” Contagion Deterred: Preemptive Authoritarianism in the Former Soviet Union (the Case of Belarus)”.CDDRL. Number 66 June 2006
4. Kechaqmadze Mikheil. Anti-Revolutionary Measures of the Post-Soviet Regimes
5. Pavel Usov, The Neo-authoritarian Regime in the Republic of Belarus, 2008
6. Ioulia Shukan, Belarus after 15 years of authoritarian rule: assessment and prospects”, May 18-19, 2009
7. Peter Kim Laustsen, Belarus – A Unique Case in the European Context?, Baltic Defence Review, N 9, Volume 1/2003

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: