IR

რუსეთ-თურქმენეთის ურთიერთობები

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 4, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2008 წელი, მაისი

საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენერგეტიკულ უსაფრთხოების საკითხს. დიდი სახელმწიფოები ცდილობენ ენერგეტიკის დივერსიფიცირებას, რამაც გაზარდა ინტერესი ენერგომდიდარ ქვეყნებზე. მათ შორის გახლავთ თურქმენეთიც, რომელიც ნავთობის და განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს. BP- მონაცემებით, 2006 წლის ბოლოს ფლობდა 2,84 ტ. კუბურ მეტრ ნავთობს და 100მლნ ტ. გაზს, ამას დამატებული 18,2 მლრდ ტ. გაზი კასპიის ზღვაში.[1]

1990-იან წლებში თურქმენეთი გაზის გაყიდვის მხრივ მთლიანად დამოკიდებული იყო რუსეთზე. ეს უკანასკნელი მას როგორც იაფი გაზის წყაროდ იყენებდა.[2] დღეს უკვე თურქმენეთთან მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროკავშირი. წლების განმავლობაში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებდა.

9 აპრილის გაზსადენის აფეთქების შემდეგ ექსპერტები ალაპარაკდნენ მათ შორის ურთიერთობების გაციებასა და დასავლეთის შესაძლებლობებზე, მიაღწიონ რეალურ შეთანხმებას თურქმენეთის გაზის დასავლეთისკენ მიმართვის შესახებ.

მხარეები აფეთქების მიზეზად განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ:
თურქმენეთის პოზიცია: აშხაბადი აცხადებს, რომ რუსეთმა შეამცირა გაზის მოხმარება, მაშინ როცა თვითონ შეთანხმებულ რაოდენობას აწვდიდა. დაწოლამ გამოიწვია აფეთქება. თურქმენეთი ადანაშაულებს რუს ხელისუფალთ გაუფრთხილებლობასა და წინასწარი ზომების მიღების მცდელობის არ არსებობაში.

რუსეთის პოზიცია: ზოგიერთი რუსი ექსპერთი გამომწვევ მიზეზად თურქმენეთის მოძველებულ ინფრასტრუქტურას მიიჩნევს, ზოგიერთი კი ფაქტს გაუგებრობად აღიქვამს.[3]

ურთიერთობების ისტორიული მიმოხილვა

რუსეთ-თურქმენეთის ურთიერთობების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს XIX საუკუნეები, როდესაც რუსეთი იკავებს მის ტერიტორიებს. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1881 წელს. ამის შემდეგ თურქმენეთის და ასევე უზბეკეთის ტერიტორიები აღმოჩნდნენ რუსეთის შემადგენლობაში. 1917 წლის რევოლუციის და სამოქალაქო ომის შემდეგ თურქმენეთის ძალები 1920-იან წლებში აერთიანებენ ყაზახ, ყირგიზ და უზბეკ აჯანყებულებს ახლად შექმნილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.[4] 1922 წელს წითელმა არმიამ ხელმეორედ დაიპყრო თურქმენეთი. შეიქმნა თურქისტანის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც აერთიანებდა ასევე უზბეკეთსა და ტაჯიკეთს. დღევანდელი თურქმენეთი მხოლოდ 1936 წელს იქმნება.

საბჭოთა ხელისუფლების დროს თურქმენეთის გავლენა მცირე იყო, არ თამაშობდა მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ურთიერთობებში. პოლიტიკური ცხოვრება მთლიანად მოსკოვის მიერ კონტროლდებოდა. წარმოადგენდა მხოლოდ გაზისა და ბამბის მნიშვნელოვან მიმწოდებელს. რაიმე ცვლილება არც 1980-იანი წლების ლიბერალიზაციურ მოძრაობას მოჰყოლია. თურქმენეთი მოუმზადებელი აღმოჩნდა დამოუკიდებლობისათვის, არ ჰქონდა სახელმწიფოებრიობის გამოცდილება, ამიტომაც კომუნისტი ლიდერი საფარმურად ნიაზოვი საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას არჩევდა. მაგრამ 1991 წლის რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა დამოუკიდებლობა.

ურთიერთობები ნიაზოვის დროს

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პრეზიდენტი ხდება ს. ნიაზოვი, რომელიც 1999 წელს კიდევ ერთხელ აირჩიეს ამ პოსტზე სიცოცხლის ბოლომდე. მან ნეიტრალიტეტის პოლიტიკა აირჩია საერთაშორისო არენაზე, რაც რამდენიმე ფაქტით იყო გამოწვეული:

• არ სურდა ურთიერთობები დაძაბვოდა რუსეთთან

• რეგიონში არსებობდა უთანხმოებები სხვადასხვა ქვეყნებს შორის. მაგალითად, არსებობდა დაძაბულობა თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვაში განლაგებული ნავთობის საბადოების კუთვნილების შესახებ. თურქმენეთი თავის კუთვნილებად მიიჩნევდა ,,აზერისა” და ჩირაქის: საბადოებს. ასევე გადასაწყვეტი იყო ,,ქიაფაზის” მფლობელობის საკითხიც. უზბეკეთი აკრიტიკებდა თურქმენეთს ირანთან კავშირში.

• ენერგეტიკული მილსადენებით მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული და აშკარა პოზიციზია (პრო-დასავლური ან პრო-რუსული) უარყოფით გავლენას მოახდენდა ეკონომიკაზე.

• პრო-დასავლური ორიენტაციას ვერ დაიჭერდა, რადგან დასავლეთი სკეპტიკურად იყო განწყობილი ადამიანის უფლებების და ავტორიტატული რეჯიმის არსებობის გამო. რუსეთი ან მისი რომელიმე მეზობელი კი არ გააკრიტიკებდა თურქმენეთს დემოკრატიული ღირებულებების არქონის გამო.

• დასავლეთის ნაკლები ინტერესით, რისი ერთ-ერთი მიზეზიც კასპიის ზღვის დაყოფის საკითხი გახლდათ. დასავლური კომპანიები თავს არიდებდნენ ინვესტიციებს, რადგან გაურკვეველი იყო ვის რა რაოდენობის რესურსები გააჩნდა. სტატუსის განსაზღვრაში გამოიყო ქვეყნების ორი ჯგუფი: ერთის მხრივ აზერბაიჯანი და ყაზახეთი, რომლებიც ემხრობოდნენ სექტორებად დაყოფას. მეორე ჯგუფი: რუსეთი, ირანი და თურქმენეთი (ამ უკანასკნელს საბოლოოდ ჩამოყალიბებული მაინც არ ჰქონდა პოზიცია), რომლებიც ერთობლივ მოხმარებას ემხრობოდნენ.

თურქმენეთი უარს ამბობს რეგიონალურ ორგანიზაციებში მონაწილეობაზე. 1993 წელს გამოაცხადა ნეიტრალიტეტის შესახებ აქტი. უკვე 1995 წელს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღიარებს მის ნეიტრალიტეტს. ამის შემდეგ ქვეყანა იზოლირებული აღმოჩნდა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში. ამან გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთზე.

ნეიტრალიტეტის გამოცხადების მიუხედავად ნიაზოვს უხდებოდა რუსეთის მიმართ გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. მისი მმართველობის დროს გაზპრომი ხდება თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. იგი ყიდულობს მოპოვებული ნავთობის 70% ყოველწლიურად, რომელსაც უფრო მაღალ ფასად აწვდის დასავლეთს უკრაინაზე გამავალი მილსადენის საშუალებით.[5] ნეიტრალიტეტმა არ მისცა ნიაზოვს იმის შესაძლებლობა, რომ მოეძებნა ალტერნატიული პარტნიორები, რომლებიც უფრო მაღალ ფასს გადაუხდიდნენ გაყიდულ გაზში. თუმცა იყო მოლაპარაკებები ავღანეთის გავლით მილსადენის მშენებლობაზე. ასევე გააქტიურდა ირანიც მისი ტერიტორიის მიმართულებით მილსადენის აშენების შესახებ, თუმცა იგი არ არის დიდი მნიშვნელობის პროექტი.

მისი მმართველობის ბოლო წლებში, კერძოდ კი 2003 წელს დაიდო გრძელვადიანი ხელშეკრულება თურქმენეთსა და რუსეთს შორის, რომელიც ავალდებულებდა მას გაზპრომისთვის 25 წლის განმავლობაში გაზის მოწოდებას. 2006 წლის შეთანხმებით უკვე დადგენილ მარაგებს უმატებენ კიდევ 1000 კუბურ მეტრ გაზს.

შეიძლება გამოვყოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები:

• თურქმენეთი დამოკიდებულია ეკონომიკურად რუსეთის ტერიტორიზე გამავალი მილსადენებით გაყიდული გაზიდან მიღებულ შემოსავალზე.

• რეგიონში უზბეკეთი და ყაზახეთი ძლიერი ქვეყნები არიან. ამიტომ თურქმენეთი რუსეთის მხარდაჭერით სურს მათი დაბალანსება. აღსანიშნავია თანამშრომლობა მათ შორის უსაფრთხოების, იარაღისა და სამხედრო წვრთნების კუთხით. რუსეთის სამხედროები იცავდნენ თურქმენეთის საზღვრებს 1999 წლამდე.[6]

• თურქმენეთი ასევე დიდად დამოკიდებულია თავის მეზობლებზე წყლის მარაგების სიმცირის გამო. რუსეთი კი ამ საკითხში მედიატორობის უფლებას იმ შემთხვევაში იღებს თუ მისი ინტერესები იქნება გათვალისწინებული, რაც უმეტესწილად რეგიონში მისი გავლენის შენარჩუნებას გულისხმობს.

• მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირებიც. 2008 წელს ვაჭრობის მაჩვენებელმა 6,9 მლრდ დოლლარს მიაღწია, საიდანაც 6 მლრდ გაზის სექტორიდან იყო.[7] ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სეტელეკომუნიკაციო, სატრანსპორტო სფეროში.

თანამშრომლობის მიუხედავად არსებობდა ასევე უთანხმოებები ორ ქვეყანას შორის:

• პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მართალია ნეიტრალიტეტის გამო რუსეთი პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყო თურქმენეთის პოზიციით. კერძოდ, ნიაზოვმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ისეთ რეგიონალ ორგანიზაციებში, როგორიცაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია.

• ასევე, რუსეთი უკმაყოფილებას გამოთქვამდა თურქმენეთში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დისკრიმინაციისა და უფლებების შეზღუდვის გამო. მოსკოვმა მოახერხა, რომ 2003 წელს მათ მიეღოთ ორმხრივი მოქალაქეობა.

• ასევე, თურქმენეთი მოითხოვდა ფასების მომატებას. ამ მხრივ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც სხვა ქვეყნები დაინტერესდნენ თურქმენეთის გაზით. ისინი უფრო მაღალ ფასს სთავაზობდნენ ვიდრე რუსეთი უხდიდა. ამიტომაც რუსეთს მოუწია გაეზარდა ფასები ჯერ კიდევ ნიაზოვის პრეზიდენტობის პერიოდში – 2006 წლის ბოლოს.

ურთიერთობები ბერდიმუხამედოვის დროს

2006 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ნიაზოვი, რომელსაც 2007 წლის 11 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით ცვლის გურბანგული ბერდიმუხამედოვი. იგი თავისი წინამორბედიგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მოვლენებში. მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ძალებთან, როგორც რუსეთთან ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან, ირანთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

მისმა ამგვარმა პოლიტიკამ გაზარდა დაინტერესება დასავლეთის მხრიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჯერ კიდევ ნიაზოვის დროს 1998 წელს აშშ-სა და თურქმენეთს შორის კლინტონისა და ვიცე პრესიდენტ გორის შეხვედრისას ნიაზოვთან დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ კომპანიებს უფლება ეძლეოდათ ეწარმოებინათ ნავთობი. მაგრამ თურქმენეთი არ ითვლებოდა სანდო პარტნიორად, რისი დამადასტურებელიცაა ის ფაქტი, რომ 1998წელს თურქმენეთმა მიიღო ყველაზე ნაკლები დახმარება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის – $ 3,2 მლნ.[8]

სიტუაცია მნიშვნელოვნად იცვლება როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის, ასევე სხვა ქვეყნებიც ცვლიან პოზიციაც თვითონ ცენტრალური აზიის მიმართ. თურქმენეთი იწყებს თავისი სტრატეგიული მგდომარეობის გამოყენებას მოლაპარაკებების დროს. იზრდება დაინტერესება დასავლეთის მხრიდან. დაიწყეს მუშაობა ნაბუკოს პროექტზე, რასაც რუსეთი საფრთხედ აღიქვამს თავისი ინტერესებისადმი. იგი სთავაზობს ალტერნატიულ პროექტებს (,, სამხრეთის ნაკადი”, ,,ჩრდილოეთის ნაკადი”), რათა ევროპელებმა არ გაიყვანონ გაზის მილსადენი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით. რითაც დაკარგავს დღეს მის ხელთ არსებულ ბერკეტს როგორც დასავლეთთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მოლაპარაკებებისას.

დიდი სახელმწიფოების დაინტერესების ზრდამ თურქმენეთი ხელსაყრელ ვითარებაში ჩააყენა, ლავირების მეტი შესაზლებლობა მიეცა და მხარეებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ მის მოთხოვნებს. რუსეთს სთხოვს ფასების მომატებას. მართლაც დაიდო შეთანხმებები, რომლის მიხედვითაც თურქმენეთი მოუმატებდა რუსეთისთვის მიწოდებული გაზის რაოდენობას, მაგრამ რუსეთს უნდა გაეზარდა ფასი

მცირდება ასევე რუსეთის ბერკეტი რეგიონში. ქვეყნები თვითონ ცდილობენ ურთიერთობების მოგვარებას, ამან გამოასწორა ურთიერთობები თურქმენეთსა და ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის. ასევე დაიწყეს დაიწყეს საერთო პროექტების განხორციელაბა ( რკინიგზა ირანის გავლით თურქმენეთიდან ყაზახეთისამდე – 2007 წლის დეკემბერი).

რუსეთის ინტერესები თურქმენეთთან მიმართებაში

1990-იან წლებში რუსეთს დიდი უპირატესობა ჰქონდა აღნიშნულ რეგიონში. ბევრი აკრიტიკებს მას ამ უპირატესობის არაეფექტურად გამოყენების გამო. დღეს რუსეთი აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც თურქმენეთთან ასევე აზერბაიჯანთან მათი ენერგო რესურსების მთლიანად რუსეთის ტერიტორიისკენ მიმართვის მიზნით, რაც შეამცირებს ნაბუქოს პროექტის განხორციელების შესაძლებლობებს. შეიძლება გამოვყოთ რუსეთის რამდენიმე ძირითადი მიზანი თუ დაინტერესება:

• შეინარჩუნოს ენერგეტიკული ურთიერთობები და კიდევ უფრო გააძლიეროს გაზპრომის გავლენა.

• დაბლოკოს ალტერნატიული მილსადენები

• გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტი თურქმენეთთან

• არ დაუშვას აშშ, ევროპისა და ჩინეთის პოლიტიკური გავლენა, რაც გამოწვეულია მისი სურვილით იყოს გლობალური ძალა. ეს სურვილი კარგად გაჟღერდა მედვედევის მიერ ჩამოყალიბებულ რუსეთის 5 პრინციპში.

რუსეთი ასეთი გააქტიურება გამოწვეულია სხვადასხვა ქვეყნების ინტერესების ზრდით. კერძოდ კი ევროპა და აშშ იწყებენ ფიქრს რუსული მონოპოლიის შემცირებაზე. გარდა ამისა, აშშ-სთვის თურქმენეთს გადამწყვეტი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია: იგი წარმოადგენს ავღანეთისა და ირანის მეზობელს. თურქმენეთში მისი პოზიციების გამყარება მომგებიანი იქნება ამერიკული კომპანიებისთვის, განახორციელებენ ინვესტიციებს. გარდა ამისა, მის ინტერესებში შედის მსოფლიო ენერგეტიკული მარაგების დივერსიფიკაცია, რაც შეასუსტებს რუსეთის მდგომარეობას განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ.

რუსეთის პოზიციებს ემუქრება ასევე ჩინეთი. იგი თურქმენეთსა და ყაზახეთს უფრო მაღალ ფასად სთავაზობს ენერგეტიკული რესურსების შეძენას. ეს გამოწვეულია ჩინეთში მოთხოვნის ზრდით, ასევე იგი გაზს იღებს მალაკას სრუტის მეშვეობით, რაც ეკოლოგიურ საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გავლენა საქართველოზე

საქართველოზე მათი ურთიერთობები შემდეგნაირად შეიძლება აისახოს: თუ მოხდება გაღრმავედა და რუსეთი მართლაც შეძლებს თურქმენეთის მთლიანი რესურსებით მის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების შევსებას, მაშინ საქართველომ შეიძლება დაკარგოს ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდგომარეობა, რასაც სატრანზიტო ქვეყანა ჰქვია. ეს გამოიწვევს დასავლეთის პოზიციების შესუსტებას კავკასიაში.

თუ ამის საპირისპიროდ, თურქმენეთი რუსეთთისგან თავს შედარებით შორს დაიჭერს და არ დადებს რაიმე შეთანმებას მიწოდებული გაზის რაოდენობის შესახებ, მაშინ ნაბუქოს პერსპექტივები გაიზრდება. საქართველო ნახავს როგორც ეკონომიკურ სარგებელს, ასევე გაიზრდება რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება.

დასკვნა

რუსეთ თურქმენეთის ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. 9 აპრილის მილსადენის აფეთქებამ აჩვენა, რომ მათ შორის ინტერესთა თანხვედრა ნაკლებია. თურქმენეთისთვის, რა თქმა უნდა უფრო მომგებიანია უფრო სანდო და ისეთი კლიენტი, რომელიც მაღალ ფასს შესთავაზებს. გარდა ამისა მხოლოდ დასავლეთს შეუძლია ტექნიკური და მეცნიერული დახმარება აღმოუჩინოს ახალი რესურსების აღმოჩენის კუთხით. მიუხედავად ამისა, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია ძლიერი ბერკეტი ამ ქვეყნის მიმართ, რაც ზღუდავს თურქმენეთის შესაძლებლობას თავისი სურვილისდა მიხედვით იმოქმედოს და ეფექტური ლავირება მოახდინოს დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში.

1. Ale sandra Jarosiewicz , Maciej FalkowskI ,,The Great Game around Turkmenistan “ Centre for Eastern Studies 2008
2. http://www.eurasianet.org/departments/insight/articles/eav060103.shtml
3. http://www.stratfor.com/analysis/20090428_turkmenistan_tense_relations_russia#top
4. http://www.mongabay.com/reference/country_profiles/2004-2005/Turkmenistan.html
5. http://en.rian.ru/analysis/20070426/64436987.html
6. http://www.stratfor.com/analysis/20090428_turkmenistan_tense_relations_russia#top
7. http://www.upi.com/Energy_Resources/2009/03/26/Russia-Turkmenistan-put-off-gas-agreement/UPI-57791238080344/
8. Curt Tarnoff, “ The Former Soviet Union and US Foreign Assistance,” Congressional Research Service Issue Brief

ბიბლიოგრაფია:

1.http://www.nationsencyclopedia.com/World-Leaders-2003/Turkmenistan-FOREIGN-POLICY.html
2.http://www.jamestown.org/single/?no_cache=1&tx_ttnews%5Btt_news%5D=27100
3.http://www.mongabay.com/reference/country_profiles/2004-2005/Turkmenistan.html
4.http://www.stratfor.com/analysis/20090428_turkmenistan_tense_relations_russia#top 5. 5. 5.http://www.henryjacksonsociety.org/stories.asp?id=247
6.http://www.carnegieendowment.org/events/?fa=eventDetail&id=1013&prog=zru
7,http://ourworld.compuserve.com/HOMEPAGES/USAZERB/9.htm
8.http://www.gundogar.org/?0220047689000000000000011000000
9.http://www.upi.com/Energy_Resources/2009/03/26/Russia-Turkmenistan-put-off-gas-agreement/UPI-57791238080344/
10.http://www.allacademic.com/meta/p_mla_apa_research_citation/0/9/9/2/3/p99238_index.html
11.http://www.ecosecretariat.org
12.http://turkmenistaninfo.ru/index.php?lang_id=en
13.http://www.newscentralasia.net/Articles-and-Reports/306.html
14.http://www1.american.edu/ted/turkmen.htm#r1
15.http://se2.isn.ch/serviceengine/FileContent?serviceID=RESSpecNet&fileid=E8BB8B8E-A8EC-B9DF-00DB-70364554DC82&lng=en
16.http://books.google.com/books?id=sCpf26vBZ0C&pg=PA108&lpg=PA108&dq=russia+turkmenistan+relations&source=bl&ots=pgRiNbGoRz&sig=5vig7Clq0ZpxusfY4EtA_uNtWMk&hl=ru&ei=UmQsSqDmLo7FsgaQ4cymBw&sa=X&oi=book_result&ct=result&resnum=8
17.http://www.upi.com/Energy_Resources/2009/03/26/Russia-Turkmenistan-put-off-gas-agreement/UPI-57791238080344/
18.http://www.cacianalyst.org

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: