IR

დათბობის პოლიტიკის წარუმატებლობის მიზეზების ახსნა ალექსანდერ ვენდტის «ძალის პოლიტიკის ინსტიტუციური გარდაქმნის» მოდელის მიხედვით

Posted in Articles by teonaturashvili on ივლისი 21, 2010

ავტორი: ივანე ბაძაღუა

დაწერის თარიღი: 2010, ივნისი

ანოტაცია
საბაკალავრო ნაშრომი ეხება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში (1953-1964წ.) საბჭოთა კავშირში გატარებულ დათბობის პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებდა ფუნდამენტურ ცვლილებებს მმართველი ჯგუფისა და საზოგადოების ურთირეთობებში. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებს უნდა ეთამაშა მნიშვნელოვანი როლი არა მხოლოდ ვიწრო შიდასახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ საერთაშორისოზეც _ დათბობას ხელი უნდა შეეწყო იმპერიაში «განვითარებული სოციალიზმის» მშენებლობისთვის, რომელიც შემდგომში მისაბაძი გახდებოდა მსოფლიოს სხვა ერებისათვის.
ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს დათბობის პოლიტიკის წარუმატებლობის მიზეზების ახსნა. კვლევის შედეგად ავტორი მივიდა შემდეგ ჰიპოთეზამდე: დათბობის პოლიტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა იმიტომ რომ ადრესატების მიერ იმპერიაში განხორციელებული ლიბერალიზაცია აღქმულ იქნა როგორც რეჟიმის დასუსტება და არა როგორც საშუალება მმართველ ჯგუფთან თანამშრომლობისა და და ამ გზით რეჟიმის გარადქმნისა. ნაშრომში მოცემული ჰიპოთეზა განხილულია კონსტრუქტივისტული თეორიის ჩარჩოში, კერძოდ კი ჰიპოთეზის ასახსნელად გამოყენებულია ალექსანდერ ვენდტის «ძალის პოლიტიკის ინსტიტუციური გარადქმნის» მოდელი.

გადმოწერეთ მთლიანი კვლევა

Advertisements

ერეკლე მეორეს საგარეო პოლიტიკა: დაბალანსებიდან მიტმასნებამდე

Posted in Articles by teonaturashvili on ივლისი 21, 2010

ავტორი: ივანე ბაძაღუა

დაწერის თარიღი: 2009, ივნისი


საერთაშორისო ურთიერთობების ცალკე სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბების მიუხედავად, ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობასა და “მეცნიერულობას”, რადგან მათთვის სათუა თეორიის საჭიროება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ზოგიერთისთვის არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ “პოლიტიკა ეს მართვის ხელოვნებაა” , რომელიც გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებას საჭიროებს და თეორიული დოგმები აქ გამოუსადეგარია. ზემოთ აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, (საერთაშორისო ურთიერთობებში) თეორიის აუცილებლობასა და საჭიროებაზე ბევრი ნაშრომია დაწერილი. კენეთ უოლცი აღნიშნავდა, რომ საერთოშორისო პოლიტიკის თეორია უნდა ჩამოყალიბდეს მსგავსად ეკონომიკის თეორიისა, რომლის მეშვეობით მოხერხდება ფაქტების შერჩევა და ახსნა. მართალია, არ არსებობს უნივერსალური თეორია, რომელიც ერთიდაიგივე წარმატებით ახსნიდა სხვადასხვა ფაქტს, მაგრამ “საბოლოოდ ადამიანი ირჩევს თეორის, რომელიც მრავალ საკითხს ჰფენს ნათელს, მაშინაც კი როცა მისი ნამდვილობა საეჭვოა.” (more…)

რუსეთ-ბელორუსია-ყაზახეთის საბაჟო კავშირი

Posted in Articles by teonaturashvili on ივლისი 19, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი
დაწერის თარიღი: 2010 წელი, ივნისი

ანოტაცია

ნაშრომი მიზნად ისახავს რუსეთ-ბელორუსია-ყაზახეთის მიერ შექმნილი საბაჟო კავშირის შექმნის ძირითადი ფაქტორების დადგენას. რისთვისაც გამოყენებულია ცნობილი ნეორეალისტის სტივენ უოლტის ალიანსების შექმნის თეორია. კვლევის მიზანია, დაადგინოს, რა განაპირობებს ქვეყნების გადაწყვეტილებას შექმნან კავშირები სხვა ძალებთან ერთად? ჩატარებული კვლევის შედეგად ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია: ქვეყნების მიერ კავშირების შექმნისას გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნების სურვილი, დააბალანსონ ოპონენტი ძალის გავლენა და გახდნენ წამყვანი ძალა ამ კავშირში, რაც უზრუნველყოფილი იქნება მათი მხრიდან სხვა წევრებისადმი გაწეული საგარეო დახმარებით. საკვლევი ობიექტის შემთხვევაში რუსეთის პოზიციამ და მისმა მიზნებმა დიდი როლი ითამაშა ამ კავშირის შექმნაში.
ნაშრომის პირველ ნაწილში მოცემულია სტივენ უოლტის მიერ ჩამოყალიბებული დებულებები კავშირების შექმნის მიზეზების შესახებ. შემდეგ განხილულია საბაჟო კავშირის შექმნის ისტორია. მესამე ნაწილში მოცემულია კავშირების შექმნის ლოგიკა და ის ძირითადი მოთხოვნები, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეკონომიკური ინტეგრაციის დროს. ასევე, განხილულია თუ რა მოგებებს ელიან კავშირის წევრები. შემდეგ მოდის კავშირის შექმნის მიზეზების ახსნა. ბოლოს კი მოცემულია თეორიისა და პრაქტიკის ერთგვარი შეჯამება.

გადმოწერეთ მთლიანი კვლევა

%d bloggers like this: