IR

აზერბაიჯანი როგორც პეტრო-სახელმწიფო

Posted in Articles by teonaturashvili on თებერვალი 21, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

დაწერის თარიღი: 2010 წლის იანვარი

შესავალი
მსოფლიო პოლიტიკაში ენერგორესურსების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად გაიზარდა ამ რესურსების მფლობელი ქვეყნების მნიშვნელობაც. ასეთი ტიპის ქვეყანას წარმოადგენს აზერბაიჯანიც, რომელიც თავისი რესურსების საშუალებით საკამოდ მიმზიდველი ქვეყანა გახდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როგორც მეზობლების, ასევე დასავლეთისთვისაც. ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი აფერხებს, რომელთა შორისაც გამოვყოფდი ენერგორესურსებს. მათი ექსპორტიდან შემოსული თანხების განაწილება დიდად ახდენს გავლენას ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესზე. ჩემი ნაშრომის საკვლევი კითხვა სწორედ დემოკრატიასა და ენერგორესურსების ფასებს შორის დამიკიდებულების დადგენაა. ეს კითხვა კი შემდეგია: აფერხებს თუ არა დემოკრატიზაციის პროცესს ენერგორესურსების მაღალი ფასი პეტრო-სახელმწიფოში?
ქვემოთ პირველ რიგში განვიხილავ თუ როგორი ქვეყანა მოიაზრება პეტრო-სახელმწიფოში და ნაჩვენები იქნება მისი ძირითადი მახასიათებლები. ასევე სანამ აზერბაიჯანში დემოკრატიზაციისა და ნავთობის მაღალ ფასებს შორის ურთიერთდამოკიდებულების განხილვაზე გადავიდოდე, ემპირიული და სხვადასხვა მონაცემებით ვაჩვენებ, რომ აზერბაიჯანიც შედის ამ ტიპის ქვეყნებს შორის. შემდეგ მოცემული იქნება თუ რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ პეტრო-სახელმწიფოში იზღუდება დემოკრატია. ამ საკითხების განხილვის შემდეგ შევეცდები ვაჩვენო, რომ რაც უფრო იზრდება ენერგორესურსების ფასები, დემოკრატიის განვითარების შანსებიც უფრო მცირდება.
(more…)

რუსეთ-თურქმენეთის ურთიერთობები

Posted in Articles by teonaturashvili on იანვარი 4, 2010

ავტორი: თეონა ტურაშვილი

ნაშრომის დაწერის თარიღი: 2008 წელი, მაისი

საერთაშორისო ურთიერთობებში დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენერგეტიკულ უსაფრთხოების საკითხს. დიდი სახელმწიფოები ცდილობენ ენერგეტიკის დივერსიფიცირებას, რამაც გაზარდა ინტერესი ენერგომდიდარ ქვეყნებზე. მათ შორის გახლავთ თურქმენეთიც, რომელიც ნავთობის და განსაკუთრებით ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს. BP- მონაცემებით, 2006 წლის ბოლოს ფლობდა 2,84 ტ. კუბურ მეტრ ნავთობს და 100მლნ ტ. გაზს, ამას დამატებული 18,2 მლრდ ტ. გაზი კასპიის ზღვაში.[1]

1990-იან წლებში თურქმენეთი გაზის გაყიდვის მხრივ მთლიანად დამოკიდებული იყო რუსეთზე. ეს უკანასკნელი მას როგორც იაფი გაზის წყაროდ იყენებდა.[2] დღეს უკვე თურქმენეთთან მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროკავშირი. წლების განმავლობაში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს გარკვეული თავისებურებები ახასიათებდა.

9 აპრილის გაზსადენის აფეთქების შემდეგ ექსპერტები ალაპარაკდნენ მათ შორის ურთიერთობების გაციებასა და დასავლეთის შესაძლებლობებზე, მიაღწიონ რეალურ შეთანხმებას თურქმენეთის გაზის დასავლეთისკენ მიმართვის შესახებ.

მხარეები აფეთქების მიზეზად განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ:
თურქმენეთის პოზიცია: აშხაბადი აცხადებს, რომ რუსეთმა შეამცირა გაზის მოხმარება, მაშინ როცა თვითონ შეთანხმებულ რაოდენობას აწვდიდა. დაწოლამ გამოიწვია აფეთქება. თურქმენეთი ადანაშაულებს რუს ხელისუფალთ გაუფრთხილებლობასა და წინასწარი ზომების მიღების მცდელობის არ არსებობაში.

რუსეთის პოზიცია: ზოგიერთი რუსი ექსპერთი გამომწვევ მიზეზად თურქმენეთის მოძველებულ ინფრასტრუქტურას მიიჩნევს, ზოგიერთი კი ფაქტს გაუგებრობად აღიქვამს.[3]
(more…)

%d bloggers like this: